მოქალაქეები, აქციაზე „ერთად ევროპისკენ“, ევროკავშირის დროშაზე ხელს მოაწერენ, რომელსაც ბრიუსელში გააგზავნიან
მოქალაქეები, 5 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე, აქციას “ერთად ევროპისკენ” გამართავენ, სადაც ევროკავშირის დროშაზე ხელს მოაწერენ, რომელსაც ბრიუსელში გააგზავნიან.
“საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, შევუერთდეთ ევროპულ მძლავ ოჯახს და ამას ევროკავშირის დროშაზე ხელისმოწერით ვადასტურებთ. კვირას, 5 ივნისს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, ვიწვევთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია. ვიწვევთ პოლიტიკოსებს, პარტიებს გაცხადებული ევროპული კურსით. ვიწვევთ საჯარო სექტორს და საჯარო პირებს. ვიწვევთ მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნის”, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.
სიახლეები
- მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
- ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის
- 12 ნოემბერი „მილიონერის ასპექტის“ დღეა
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ვალდებულება აქვს BBC-ს უჩივლოს
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გაზრდა იგეგმება და ნაცვლად 4 წლისა, 6 წელი გახდება