''პირბადის სავალდებულოდ ტარების საკითხი არ განიხილება''
პირბადის სავალდებულოდ ტარების საკითხი არ განიხილება - მთავარი რეკომენდაციაა, რომ ვინც არ არის აცრილი ორჯერ, აიცრას და ვინც აცრილია, „ბუსტერი“ გაიკეთოს, - ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ბუსტერი“ კარგად მოქმედებს კორონავირუსის ახალ შტამებზე.
„კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა არის შედარებით მსუბუქი, არ ითხოვს ჰოსპიტალიზაციას, ჰოსპიტლები გადატვირთული არ არის, სულ შეიძლება იწვეს 500-მდე პაციენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა არ გახლავთ.
მთავარი მოწოდებაა, რომ ვინც არ არის აცრილი, აიცრას და ვინც აცრილია, „ბუსტერი“ გაიკეთოს. ასევე მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის სპეციფიური წამალი, ანტი-ვირუსული წამალი, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს.
პირბადის სავალდებულოდ ტარება არ განიხილება. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ დახურულ შენობებში და დიდი თავშეყრის დროს გამოიყენონ პირბადე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების დროს ადამიანი გაიტესტოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა
- ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
- ,,მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს"- ივანე ჩხაიძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს
- ,,არ შეიძლება ერთი და იგივე ფირმის ქსელში არსებულ სუპერმარკეტში, ერთი და იგივე პროდუქტი, ევროპაში ღირდეს სამჯერ უფრო იაფი, ხოლო საქართველოში – სამჯერ ძვირი"- დავით მათიკაშვილი