მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება. მიხეილ გომიაშვილი კლინიკაში მკურნალობდა.
მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში ირიცხებოდა. მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.
სიახლეები
- “26 და 27 სექტემბერს ამინდი შემოდგომისთვის დამახასიათებელი არამდგრადი და გრილი იქნება” – მეტეოროლოგი
- ნიკოლა სარკოზის ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 სექტემბრისთვის
- “თუ სურთ, რომ ციხეში მეძინოს, დავიძინებ თავაწეული” - სარკოზი პატიმრობის მისჯაზე
- ცნობილია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა