სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წელს საწარმოო პროცესი 181 კაფე-ბარს და რესტორანს შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს საწარმოო პროცესი 181 საზოგადოებრივ კვების ობიექტს (კაფე-ბარები, რესტორნები) შეუჩერა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 1155 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა.
სეს-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ძირითადად ისეთი დარღვევები დაფიქსირდა, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია და კონდენსატის დაგროვება.
„2022 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში (კაფე-ბარები, რესტორნები) 3428 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. გამოვლინდა 1155 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მათ შორის, საწარმოო პროცესის შეჩერების 181 შემთხვევა. დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღევევა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია, კონდენსატის დაგროვება“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში.
სიახლეები
- ესპანეთში დედა სოციალური შეღავათის მისაღებად შვილების დაბრმავებას ცდილობდა – ქალი დაკავებულია
- ვის რამდენით ეზრდება პენსია
- ,,გახარია „ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა"- გია ვოლსკი
- მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
- ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის