ევროპის მოედანზე მდებარე ე.წ. „რიყის დოქებს“ შესაძლოა მფლობელი გამოუჩნდეს
ავლაბარში, ევროპის მოედანზე მდებარე ე.წ. „რიყის დოქებს“ შესაძლოა მფლობელი გამოუჩნდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი კომპანიის საკუთრებაში გადავა ნაგებობა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დაინტერესებული მხარეები თავიანთ ხედვებს წარადგენენ.
„არის ინტერესი რამდენიმე კომპანიის მხრიდან, ველოდებით შემოთავაზებებს. ჩვენ გავაცანით კონცეფცია, თუ რა უნდა იყოს ე.წ. დოქებში, როგორი პრინციპით უნდა იყოს გამოყენებული სამომავლოდ და ველოდებით წინდადებებს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ბიზნეს კომპანია გააკეთებს ამ პროექტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„რიყის დოქები“ ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ნაგებობის მშენებლობა, რომელიც 75 მლნ ლარი დაიხარჯა, 2012 წელს დასრულდა, თუმცა ის ამ დრომე უფუნქციოდ არის დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ შენობა უფუნქციოა, “რიყის დოქები” 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მოხვდა.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის