ამ გვერდის ამობედვა

რა ღონისძიებები გაიმართება ''დავითობას'' ქუთაისში

8 თებერვალს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან  დაკავშირებით ქუთაისსა და გელათის მონასტერში მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებები გაიმართება.

 

"დავითობა", ტრადიციულად,  დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყება.  გთავაზობთ მერიის მიერ გამოქვეყნებული ღონისძიებების პროგრამას :

10:00 საათიზე-დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება. 

11:00 საათი-გელათის სამონასტრო კომპლექსი, საზეიმო წირვა, დავით აღმაშენებლის საძვალის პატივგება, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა 

12:00 საათი-გელათის აკადემიაში  ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით - ,,გელათის სამონასტრო კომპლექსი’’

ასევე  12:00 საათზე ახალგაზრდული ფორუმი ,,გელათის აკადემიის ახალი სიცოცხლე’’ გაიმართება.

ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პერფომანსი და აკადემიკოს ერეკლე საღლიანის ლექცია. 

13:00 საათი-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ლიტერატურული კომპოზიცია - ,,ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს’’.

 16:00საათზე ა(ა)იპ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში რამაზ იოსელიანი წიგნის ,,რატომ დაიწერა ვეფხისტყაოსანი’’ პრეზენტაცია. 

 "დავითობის" აღნიშვნა 18:00 საათზე მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი ,,დავითობის’’ დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტით ანსამბლ ,,ივერიას’’ წევრების მონაწილეობით დაიხურება. 

წაკითხვა 6616 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 07 2019