9 აპრილის მემორიალთან დაღუპულებს იხსენებენ
9 აპრილის მემორიალთან ტრაგედიისას დაღუპულებს მოქალაქეებმა,მათ შორის პოლიტიკოსებმა პატივი მიაგეს.
„ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა, გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა.“-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
„მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღევანდელი დღე. მათ უნდა იცოდნენ, რა გააკეთეს 9 აპრილს გარდაცვლილმა ადამიანებმა, როგორ შესწირეს თავი სამშობლოს სიყვარულს და თავისუფლებას“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სიახლეები
- შალვა თადუმაძე კითხვაზე: ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, აცხადებს, რომ „არ იცის“
- „ნაციონალურმა მოძრაობამ" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა
- ახალი მსოფლიო წესრიგი - როგორ აისახება ეს საქართველოზე
- როდისაა მოსალოდნელი ავიარეისების აღდგენა რუსეთთან და რატომ ალაპარაკდა მოსკოვი ფრენების განახლებაზე
- სალომე ზურაბიშვილი - ნატო-ში შესვლა გამოცდა არ არის, სადაც თუ საჭირო ნიშნებს დააგროვებ, ავტომატურად მიგიღებენ