ამ გვერდის ამობედვა

ბელგიაში ქართველი, რომელმაც ბანკის გასაძარცვად გვირაბი გათხარა გაათავისუფლეს

ბელგიის სასამართლომ ანტვერპენში ბანკის ფილიალის ძარცვის საქმეზე დაკავებული 27 წლის ქართველი პატიმრობიდან გაათავისუფლა . ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.
პროკურატურას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი კობა მ. პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა, თუმცა როგორც დაკავებულის ადვოკატმა საჰილ მალიკმა განაცხადა, ბრალდების მხარემ ძარცვაში მისი მონაწილეობის დამადასტურებული საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.  
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მედიის მიერ საქმის აქტიური გაშუქებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დაირღვა.
ანტვერპენის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბანკის ძარცვაში სხვა ეჭვმიტანილებს. როგორც ბელგიური მედია წერს, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში ასევე დააკავეს კობა. მ-ს მამა და მეგობარი.
ბანკ „ბი-ენ-პი პარიბასის“ ფილიალის საცავში მძარცველებმა შეღწევა ორი მიწისქვეშა გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეძლეს. პოლიციელებს 30-მდე სადეპოზიტო ყუთი ცარიელი დახვდათ.
წაკითხვა 6348 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 08 2019