თბილისში ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს - NDI
NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისში ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს.
კვლევის თანახმად, ქალების 46 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაცულად გრძნობს, მაშინ, როცა იგივე პოზიციას კაცების 24 პროცენტი იზიარებს.
კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით მოსაზრებას; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს ზოგადად დაცულად ვგრძნობ, ქალების 53 პროცენტი ეთანხმება, 46 %- არ ეთანხმება, 1 პროცენტმა არ იცის.
მაშინ, როცა თანხმობას იგივე კითხვაზე კაცების 71 პროცენტი აცხადებს, 24 პროცენტი კი არ ეთანხმება.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის მეოთხედი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი