ამ გვერდის ამობედვა

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

როგორც Reuters-ი იტყობინება, Credit Suisse-მა განჩინებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მედიასაშუალება წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა გუნდმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდის სასამართლოში.

ინფორმაციისთვის, გასული წლის მარტში ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე სასამართლო მოიგო, რომელმაც Credit Suisse-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას ბიზნესმენისთვის 607 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ის ოფისმა ბერმუდის კუნძულებზე ლესკოდრონის თაღლითობის შესახებ იცოდა და არანაირი ზომები არ მიუღია.

ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითური სქემის განხორციელებისთვის, რომლითაც მან ივანიშვილის ანგარიშებიდან ფული მიითვისა.

წაკითხვა 177 ჯერ