16-20 ივლისის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
„როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე ათ დღეში ერთხელ, ცხრა სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია- განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.
სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში, მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე“, – აცხადებენ სააგენტოში.
სიახლეები
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
- "მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ " - მეუფე იაკობი
- ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ" - 17 იანვარს წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი