ამ გვერდის ამობედვა

"სასაცილოა განცხადება, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძეა" - პასუხი სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ადვოკატებს განცხადებაზე

სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლის, ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ად­ვო­კა­ტის ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით

, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის მამა, ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი სი­ნამ­დვი­ლე­ში სი­ხა­რუ­ლი­ძეა და არა ბაგ­რა­ტი­ო­ნი.

ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­მო­ეხ­მა­უ­რა მო­პა­სუ­ხე მხა­რის, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კა­ტის ლე­ვან ჩხე­ი­ძის მიერ გან­ცხა­დე­ბას, რომ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­კებს სა­პატ­რი­არ­ქომ დნმ ტეს­ტი ჩა­უ­ტარ­და, რი­თაც დად­გუნ­და რომ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის მამა, სი­ნამ­დვი­ლე­ში სი­ხა­რუ­ლი­ძეა. ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვი­ლის თქმით, დნმ ანა­ლი­ზით არ დგინ­დე­ბა პირ­თა შო­რის ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი. მისი თქმით, ამას შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტის­ზის ბი­უ­რომ გას­ცა.

"გან­ცხა­დე­ბა, რომ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი სი­ხა­რუ­ლი­ძეა, არა­თუ სა­ფუძ­ველ­საა მოკ­ლე­ბუ­ლი, არა­მედ მა­რაზმში გა­და­დის და ამა­ზე სა­უ­ბა­რი სა­სა­ცი­ლოა. რე­ა­ლუ­რად, დნმ ანა­ლიზ­ზე სა­უ­ბა­რი ამ ეტაპ­ზე უნდა დას­რულ­დეს. სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს მიერ დად­გე­ნი­ლია, რომ ამ მე­თო­დით პირ­თა შო­რის კავ­ში­რის დად­გე­ნა არ ხდე­ბა. იმის­თვის, რომ პირ­თა შო­რის ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი დად­გინ­დეს, სა­ჭი­როა სვე­ტი­ცხოვ­ლი­დან მოხ­დეს ეგ­სჰუ­მა­ცია პეტ­რე პეტ­რეს ძე გრუ­ზინ­სკის და პეტ­რე ალექ­სან­დრეს ძე გრუ­ზინ­სკის. ამ ჭო­რე­ბი­სა და სუ­ლე­ლუ­რი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის გა­მო­სა­რი­ცხად, რომ ვი­ღა­ცა სი­ხა­რუ­ლი­ძე ყო­ფი­ლა, ბუ­ნებ­რი­ვია ამ­ხე­ლა რა­ღა­ცა­ზე ჩვენ არ წა­ვალთ და ცხედ­რე­ბის ეგ­სჰუ­მა­ცი­ა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერ მი­ი­ღე­ბა", გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

 

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ცე­მა "დე­ი­ლი მე­ი­ლის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­გორ­მა­ცი­ას, რომ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ -მუხ­რა­ნე­ლი და­თან­ხმდა ამა­ვე გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტის შე­თა­ვა­ზე­ბას, რომ თუკი ბაგ­რა­ტო­ვან­თა ჯილ­დოს გა­დას­ცემ­და, სა­ნაც­ვლოდ 3000 ფუნტს გა­და­უხ­დი­და, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით საქ­მე­ში დევს. ად­ვო­კა­ტის თქმით, ფაქ­ტი, რო­მე­ლიც გა­მოვ­ლინ­და, და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2017 წლით და ამ დროს ანა ბა­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

თბი­ლი­სი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სა­მე­ფო ოჯა­ხის და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი­სა და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის საქ­მე­ზე პრო­ცეს გა­ი­მარ­თა. რო­გორც ცნო­ბი­ლია ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნი-გრუ­ზინ­სკი ყო­ფილ მე­უღ­ლეს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელს თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და აც­და­რებს, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სა­მე­ფო ოჯა­ხის სა­ხელს ბო­რო­ტად იყე­ნებს და ჯილ­დო­ებს ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის სა­ხე­ლით უკა­ნო­ნოდ არი­გებს.სა­მე­ფო და­ვის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბულ საქ­მეს სამი მო­სა­მარ­თლის­გან შემ­დგა­რი კო­ლე­გია გა­ნი­ხი­ლავს.

ambebi.ge

წაკითხვა 6511 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 13 2019