"რასაც საქართველოში ვიმკით, ეს გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია"- ნინო ჩხობაძე
რასაც საქართველოში ვიმკით, ეს გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია - ყინული დნება, რაც ძალიან დიდ, სერიოზულ პრობლემას იწვევს, - ამის შესახებ „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ არ მივეჩვიეთ საკუთარი ბუნების მოსმენას, ვერასდროს გავალთ ფონს, ვერ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, რომ მსხვერპლი არ გვქონდეს.
„გარემოსდამცველები დიდი ხანია მსოფლიოს ვაფრთხილებთ, რომ ბუნებრივი კატასტროფები გახშირდება, ამან კი შეიძლება ბევრ ადგილას ფორსმაჟორული სიტუაციები შექმნას. მსოფლიო მეცნიერების მიერ არაერთი მოხსენება გაკეთდა, ეს პროგნოზირებული იყო. რასაც საქართველოში ვიმკით, ეს გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია. ამას გლობალური კლიმატის კრიზისი ტყუილად არ უწოდეს. რეალურად, უფრო გვიან ეტაპზე იყო ნავარაუდევი, რომ ასეთი მოვლენები განვითარებული იქნებოდა, ახლა ეს მთელს დედამიწაზე ცოტა დაჩქარებული ტემპით მიდის.
ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე, რა თქმა უნდა, ცენტრალური კავკასიონია. ის, რაც ცენტრალური კავკასიონისთვისაა დამახასიათებელი, ისევე როგორც არქტიკისა და ანტარქტიდისთვის, არის ის, რომ ყინული დნება, რაც ძალიან დიდ, სერიოზულ პრობლემას იწვევს.
გურიის შემთხვევაზე ვერ ვიტყვით, რომ ყინულოვან საფარზე იყო დამოკიდებული, ეს ნალექის შედეგად იყო მიღებული. ბევრ შემთხვევაში ეს წყალდიდობები არ არის სეზონური. დღეს ეს აბსოლუტურად სტიქიურად ხდება, იმიტომ, რომ ბუნება სხვანაირ დღის წესრიგს გვთავაზობს.
როდესაც სახლს კალაპოტში აშენებ, უნდა ელოდო, რომ ის წყალდიდობის დროს აუცილებლად დაიტბორება. როცა შენ ნაპირზე კორპუსს აშენებ, უნდა ელოდო, რომ წყალმოვარდნის დროს შეიძლება გაირეცხოს, ან ნაპირი ჩამოიქცეს. როცა შენ სახლს პირდაპირ მეწყრის ქვემოთ აშენებ და თან ზემოთ ტყეს ჩეხ, უნდა ელოდო, რომ ეს მეწყერი აუცილებლად ჩამოვა. თუ არ მივეჩვიეთ საკუთარი ბუნების მოსმენას, ვერასდროს გავალთ ფონს, ვერ გავაკეთებთ სწორ გადაწყვეტილებებს, რომ ასეთი მსხვერპლი არ გვქონდეს”, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ პრესკონფერენციაზე.
სიახლეები
- ცეზარი
- “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიცაა” - ლევან მოსეშვილი
- “ირანი მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ბირთვული იარაღისგან უარის თქმას უზრუნველყოფს” - არაღჩი
- ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 20-მდე დაკარგულს ეძებენ
- “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, იკავებდა სუსის უფროსის პოზიციას” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს