უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილის მეგობრის ინფორმაციით, ზაქარია შუბითიძე „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო, საომარი მოქმედებების დროს ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა.
სიახლეები
- რუსების თავდასხმას ზაპოროჟიეზე მსხვერპლი მოჰყვა
- “იმან, რაც გადაიტანა ეუთო/ოდირის მისიამ, როდესაც ისინი საქართველოში იყვნენ ჩამოსულები, ფსიქოლოგიური ტერორის დონეზე ასული შეტევა გამოიწვია მათ მიმართ” – ვოლსკი
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- ბახმაროში მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
- 16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი