გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება.
რისკჯგუფები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფოსგან უფასოდ ჩაიტარებენ.
გაბუნიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბრძანებას შეიმუშავებს და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
„წელს დაგეგმილია გრიპის 200 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა. იგივე რაოდენობა იყო გასულ წელს და ეს რაოდენობა საკმარისია. ველოდებით, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში გადანაწილდება ვაქცინები სამედიცინო დაწესებულებებში. კრიტერიუმები იდენტურია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს ბრძანებას და ეს ბრძანება უახლოეს დღეებში გამოიცემა“, - აღნიშნა გაბუნიამ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე