"გვსურს გამოვხატოთ მწუხარება ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო" - ქუთაისში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციები
ქუთაისში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებენ, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ქუთაისში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელით გვსურს გამოვხატოთ მწუხარება ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო. ქეთი ბერძენიშვილის სახით ჩვენს რიგებში იდგა ჭეშმარიტი ლიდერი, ცვლილებებისათვის დაუღალავად მებრძოლი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, გაბედული, პროგრესული, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე, კაცთმოყვარეობით გამორჩეული პროფესიონალი და ადამიანი. ქეთი ბერძენიშვილის უდროოდ წასვლა დიდი დანაკლისია სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორისთვის, მისი საყვარელი ქუთაისისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. ვუსამძიმრებთ ქეთის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, მის გულშემატკივრებსა და თანამებრძოლებს! ღრმად გვწამს, რომ ქეთის მიზნები, გეგმები და პროგრესული იდეები აუცილებლად გაცოცხლდება ყოველი ჩვენთაგანის საქმიანობაში, ხოლო მისივე შექმნილი რადიო „ძველი ქალაქის“ ხმა მარად გაისმება ქუთაისში ქეთის სახელის უკვდავსაყოფად! ღრმა მწუხარებით, ქუთაისში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციები,"- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი