"რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას" - ფონდი „ღია საზოგადოება“
რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი საკუთარ მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას და გამოწვევად მიიჩნევს ქართული ენის ცოდნას და დამატებით საგანმანათლებლო სერვისებს იყენებს ქართული ენის სწავლისთვის, - ამის შესახებ „საქართველოს ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით შემუშავებულ კვლევაშია ნათქვამი, სახელწოდებით „რუსულენოვანი განათლების განვითარების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში“.
კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა მიგრანტი მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილი უკავშირებს განათლების მომდევნო საფეხურს რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
„რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი საკუთარ მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას და გამოწვევად მიიჩნევს ქართული ენის ცოდნას და დამატებით საგანმანათლებლო სერვისებს იყენებს ქართული ენის სწავლისთვის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისეთი სპეციფიკური მიმართულებები, როგორებიცაა საზღვაო აკადემიის პროგრამები და ქუთაისსა და თბილისის უნივერსიტეტებში საერთაშორისო პროგრამები ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში. რუსეთის მოქალაქეთა მიგრანტი მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილი უკავშირებს განათლების მომდევნო საფეხურს რუსეთის უსდ-ებს“, -აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება უკრაინელ მოსწავლეებს, კვლევის მიხედვით, უკრაინელი მოსწავლეებისა და მათი მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ყოფნას დროებით მოვლენად განიხილავს და საკუთარ მომავალს უკრაინას და უკრაინის უმაღლესი განათლების სისტემას უკავშირებს.
სიახლეები
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"
- "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს