ღაზაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება - გაერო
გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს ღაზის სექტორში საკვებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გამო.
2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება, ამის შესახებ ნათქვამია საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის (IPC) მიერ მომზადებულ ანგარიშშო.
ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ღაზის სექტორის მოსახლეობის მდგომარეობა ფასდება კრიზისულად. სულ მცირე 79% იმყოფება საგანგებო ან კატასტროფის მდგომარეობაში.
კლასიფიკაცია მიუთითებს, რომ „ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის კატასტროფულად მწვავე კვებითი დაუცველობას“, რაც საკვების უკიდურესი დეფიციტითაა განპირობებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე პრობლემაა არასწორი საკვების „საგანგაშო მაჩვენებელი“, რაც ორგანიზაციის განცხადებით, ზრდის სიკვდილიანობის ალბათობას.
FAO აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა
.
ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 20 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად 1200-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი