კონვენციით დაცული ფრინველების - გავაზებისა და სონღულების ქვეყნიდან გაყვანის მცდელობისთვის მოქალაქე 36 ათასი ლარით დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 36 ათასი ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელიც კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანას ცდილობდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, მოქალაქეს 9 მტაცებელი ფრინველი (გავაზები და სონღულები), სპეციალურად გაკეთებული ხის ყუთებით, ავტობუსის საბარგულით გადაჰყავდა. „მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ფრინველების კანონიერად ფლობისა და ქვეყნიდან გაყვანის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სამართალდარღვევა თითოეულ ფრინველზე 4 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
გავაზი და სონღული CITES-ის კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველებია.
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ გამოავლინეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩამორთმეული მტაცებელი ფრინველები დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა.საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებისა და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით მიღებულ CITES-ის კონვენციას, საქართველო 1996 წლიდან შეუერთდა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი