უბედური შემთხვევა ქუთაისში - 5 და 10 წლის ბავშვებს მატარებელი დაეჯახა
ქუთაისში 5 და 10 წლის ბავშვებს მატარებელი დაეჯახა. და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც მათ წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ.
ბავშვები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
"10 წლის გოგონას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლებითი მოტეხილობა, 5 წლის ბიჭს კი ქალატვინის დახურული ტრამვა... ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,” - განაცხადა ექიმმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში