ფოთში, საცხოვრებელ სახლში, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე კერძო სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია გახდა. შემთხვევის დროს ისინი სახლში მარტო იყოფებოდნენ. ადგილობრივის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ახლობელთან კონტაქტზე არ გადიოდა, რის შემდეგაც კარი შეამტვრიეს.
„დეტალები ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პოლიცია. დამატებით დეტალებს ალბათ გამოძიება დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია“, – განაცხადა ნაბადის უბნის მუნიციპალიტეტის მთავარმა სპეციალისტმა, რომეო ჩაჩხიანმა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი