ამ გვერდის ამობედვა

როგორ იპოვეს მაშველებმა ნახანძრალ სხვენში 10 000 ლარი - "ზარდახშა გავხსენით და შიგნით ფული იყო..."

თბი­ლის­ში, ინა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სხვენ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ქრო­ბი­სას,

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ზარ­დახ­შა­ში შე­ნა­ხუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ფული აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ად­გილ­ზე მყოფ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟს შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

მე­ხან­ძრე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვენ­ში ნა­პოვ­ნი თან­ხა და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი ლა­რია და ის მე­პატ­რო­ნეს და­უბ­რუნ­და.

 გი­ორ­გი ხუ­ციშ­ვი­ლი, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი:

"ინა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს დამ­წვა­რი სახ­ლი დაგ­ვხვდა. დი­ლით გა­ჩე­ნი­ლა ხან­ძა­რი და ად­გი­ლობ­რი­ვებს ჩა­უქ­რი­ათ. ჩვენ რომ მი­ვე­დით, მთე­ლი უბა­ნი იქ იყო. იტა­ლი­უ­რი სახ­ლი იყო და დაწ­ვის ად­გი­ლას კვამ­ლი შე­უ­ნიშ­ნავთ, შე­შინ­დნენ და სა­ხან­ძრო­ში ხელ­მე­ო­რედ და­რე­კეს. რო­გორც გა­ირ­კვა, სახ­ლში მარ­ტო­ხე­ლა კაცი ცხოვ­რობ­და...

xandzarimexandzre 2019 03 23 OsRRU1xwtSxhp

ხან­ძარს ვა­მუ­შა­ვებ­დით, რაც ნიშ­ნავს ხან­ძრის კერა არ იყოს დარ­ჩერ­ნი­ლი, ნაკ­ვერ­ჩხა­ლი ან რამე კვა­ლი, რის­გა­ნაც შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ცე­ცხლი გაჩ­ნდეს. ლე­ი­ბებს და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებს კვამ­ლი ას­დი­ო­და. იქვე შევ­ნიშ­ნეთ წიგ­ნე­ბის ღია კა­რა­და, რო­მელ­საც ცე­ცხლის კვა­ლი ეტყო­ბო­და, ნა­ხევ­რად დამ­წვა­რი წიგ­ნე­ბით. ვა­მოწ­მებ­დი, სად­მე ნა­პერ­წკა­ლი ხომ არ იყო დარ­ჩე­ნი­ლი და ამ დროს შევ­ნიშ­ნე ზარ­დახ­შა, რო­მელ­საც სპი­ლენ­ძის მავ­თუ­ლი ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი, მა­შინ­ვე ჩემს ათ­მე­თა­ურს გა­და­ვა­წო­დე. გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვეხ­სნა, რომ გვე­ნა­ხა რა იყო შიგ­ნით და თუ რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და, მე­პატ­რო­ნის­თვის გა­დაგ­ვე­ცა.

რო­დე­საც ზარ­დახ­შა გავ­ხსე­ნით, და­ვი­ნა­ხეთ, რომ შიგ­ნით ფული იყო, 50-იანი და 20 ლა­რი­ა­ნის კუ­პი­უ­რე­ბი. ერთი შე­ხედ­ვით ათი ათას ლა­რამ­დე იქ­ნე­ბო­და. დავ­რე­კეთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში, მო­ვი­და ექ­სპერ­ტი­ზა და მათ და­ა­მუ­შა­ვეს.

- სახ­ლის მე­პატ­რო­ნე არ იყო?

- მე­პატ­რო­ნის ნა­თე­სა­ვი იყო, რო­მელ­თა­ნაც ეს კაცი ცხოვ­რობ­და და შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა მას გა­დას­ცეს. და­ნარ­ჩე­ნი ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია არ არის, თუმ­ცა, შევ­ნიშ­ნე, რომ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ და გა­უკ­ვირ­დათ კი­დეც...

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის თქმით, არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც თით­ქმის დამ­წვარ, ან აფეთ­ქე­ბის­გან და­ზი­ა­ნე­ბულ სახ­ლში სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი უპოვ­ნი­ათ.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი ლე­ვან ჟა­მე­რაშ­ვი­ლი, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ასეთ შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებს.

mexandzrejamerashvili 2019 03 23 jUfI8Rm7ErJL3x

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა აფეთ­ქე­ბის­გან და­ზი­ა­ნე­ბულ სახ­ლში გვი­პოვ­ნია უვ­ნებ­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხა­ტე­ბის კუ­თხე და მღვდე­ლი მოგ­ვიყ­ვა­ნია, რომ ხა­ტე­ბი გა­მო­ებ­რძა­ნე­ბი­ნა... ასე­ვე, გა­ზის აფეთ­ქე­ბის­გან და­ლე­წილ სახ­ლში, ხან­ძრის კვა­ლის ძებ­ნი­სას, მი­ნა­ხავს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი და დღემ­დე არ ვიცი, რო­გორ არ და­ზი­ან­და. ეკ­რან­ზე ნა­კაწ­რიც კი არ იყო...

არა­ერ­თხელ გვი­პო­ვია თით­ქმის და­უმწვა­რი ნივ­თე­ბი, ოქ­როს ან უბ­რა­ლოდ სამ­კა­უ­ლე­ბი, ან სუ­ლაც ძვე­ლი ფო­ტო­ალ­ბო­მი, ასე­ვე წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბის ან რა­ღაც სხვა საგ­ნე­ბის ქვეშ არის ხოლ­მე მო­ყო­ლი­ლი. ძა­ლი­ან მძი­მე რე­ა­ლო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის­თვის (არ ვსა­უბ­რობ, იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რო­დე­საც და­ღუ­პუ­ლია ვინ­მე), ასე სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩე­ნი­ლი თუნ­დაც მცი­რე­დი ნივ­თის პოვ­ნაც კი, ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლია.

ამ დროს პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ვუ­კავ­შირ­დე­ბით, შემ­დეგ კი ის პო­ლი­ცი­ელს ატყო­ბი­ნებს, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზას იძა­ხებს. ასე ვი­ღაც მო­ვი­დეს და გვი­თხრას, ჩვე­ნი­აო - ვერ მივ­ცემთ, უფ­ლე­ბა არ გვაქვს.

ambebi.ge

წაკითხვა 7451 ჯერ

სიახლეები