გააshare სიკეთე - RICDOG-ის წევრები და მოხალისეები ქუთაისში მხარდამჭერ კომპანიებს ესტუმრნენ
#გააshare სიკეთე!
17 თებერვალი სიკეთის სპონტანურად გამოვლინების დღეა. RICDOG-ის წევრები და მოხალისეები ქუთაისში მხარდამჭერ კომპანიებს ესტუმრნენ, რომლებსაც გადასცეს მადლობის სიგელი და მათ თანამშრომლებს სიმბოლურად ტკბილეული დაურიგეს.
RICDOG - ი უკვე ტრადიციულად ახორციელებს აქცია-ღონისძიებას "სიკეთის ეპიდემია".
„სიკეთის ეპიდემია“ არის აქცია, რომელიც აღინიშნება სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო დღედ. იგი ხორციელდება 2010 წლიდან, უკრაინული ორგანიზაციის „სიკეთის ეპიდემიის“ ორგანიზატორობით.
საქართველოში ამ აქციის ინიციატორი და ორგანიზატორი არის სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“. აღსანიშნავია, რომ იგი მეცამეტედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"