ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობა 1 ივლისიდან უქმდება
რამდენიმე თვეში საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომლებსაც ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები აქვთ, დოკუმენტი გაუუქმდება. იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების აღებას მათ 15 მარტიდან უფასოდ სთავაზობს.
რამდენიმე თვეში საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომლებსაც ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები აქვთ, დოკუმენტი გაუუქმდება. იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების აღებას მათ 15 მარტიდან უფასოდ სთავაზობს.
თუ მოქალაქეები დოკუმენტებს არ განაახლებენ, ვერ შეძლებენ არათუ არჩევნებზე ხმის მიცემას, არამედ საბანკო მომსახურებებით სარგებლობას, მათ შორის ვერ აიღებენ პენსიას.
პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება მხოლოდ მათთვის, ვინც ამ დრომდე ფლობს უვადოდ გაცემულ ე.წ. ქაღალდის დოკუმენტს. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ასეთი იყო დაახლოებით 230 ათასი ადამიანი.
საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობა.
განახლებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. პარლამენტმა კანონმდებლობა სწორედ ამ მიზეზით შეცვალა და ლამინირებული პირადობის მოწმობის გაუქმება გადაწყვიტა.
სიახლეები
- ტრამპის ადმინისტრაციამ ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითებიც გაგზავნა
- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძე დაინიშნა
- ,,ჩვენ ხომ ოპოზიცია აღარ გვყავს, მცირე გამონაკლისის გარდა – ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესი განავითაროს"- გია ვოლსკი
- ,,ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა"- დონალდ ტრამპი
- ,,ქვეყანა ზიანდება იმით, რომ საქართველოში ნორმალური ოპოზიცია არ არსებობს და ის გარკვეულ ინსტრუმენტად გადაიქცა"- გია ვოლსკი