ეკონომიკის მინისტრის სახლიდან მოპარული ნივთები ჩხრეკისას იპოვეს
ეკონომიკის მინისტრის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებულმა მამაკაცმა დაბა წყნეთში მდებარე გიორგი ქობულიას სახლიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარა. ეკონომიკის მინისტრის სახლიდან მოპარული ნივთები ჩხრეკისას იპოვეს. მათ შორის იყო მინისტრის ტანსაცმელი-ქურთუკი და სხვა სამოსი.
„კურიერისთვის“ გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, თუმცა შს სამინისტრომ „რუსთავი 2“-ს მინისტრის სახლის გაქურდვის ფაქტი არ დაუდასტურა. თავად მინისტრმა კი განაცხადა, რომ „კურიერის“ კითხვებს ვერ უპასუხებდა, რადგან მის სახლთან დაკავშირებული ინფორმაცია მის პირად ცხოვრებას წარმოადგენს.
როგორც შს სამინისტროს დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია