"ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები" - რას ამბობს დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა.
როგორც მან კლინიკის დატოვებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოკუპაციის ხაზს და ქუჩაში პროტესტს.
"ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, იმიტომ, რომ მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან. იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა, რომელიც საკმაოდ ბრუტალური იყო. ეს ხდება ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე სასტიკად გამისწორდნენ ჯალათები", - აღნიშნა ქაცარავამ.
ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მეუღლის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე ერთ-ერთი აქციის დროს, დავით ქაცარავას დაკავებისას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი