ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა
ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი დაზიანდა.
უამინდობის გამო ინფრასტრუქტურას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც მიადგა ზიანი.
თვითმხილველების თქმით, ძლიერი ქარი და ე.წ. ქარბორბალა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. დაზიანებულია მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილებიც.
"საშინელი ხმა იყო. როგორც ვიცით, დაზიანებულია მონასტრის ინფრასტრუქტურა", - აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.
სიახლეები
- "თურქეთი მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობს და ამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს" - Reuters
 - "დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება"
 - "ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად"
 - თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
 - "დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"