ამ გვერდის ამობედვა

ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა ცნობილია

 

 

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირდა 12 000-მდე კანდიდატი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი 4 600-მდე სტუდენტი. 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. 

 

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათმდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.

წაკითხვა 1040 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 04 2019