განგაში მეტროში - მეტროსადგურ "300 არაგველზე" მგზავრებს, მატარებლის ვაგონი დააცლევინეს
განგაში თბილისის მეტროში - მეტროსადგურ "300 არაგველზე" მგზავრებს მატარებლის ვაგონი დაატოვებინეს.
მიზეზი არ განუმარტეს, თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოსთხოვეს რომ სხვა ვაგონში გადამსხდარიყვნენ. რაც შეეხება დაცლილ მატარებელს, ის სპეციალური ჩიხში გადაიყვანეს.
„300 არაგველზე" როგორც კი შევედით, გარედან ატყდა განგაში. თავიდან ჩხუბი გვეგონა და შემდგომ საპატრულო პოლიციის ფორმებით ჩამოიარეს. დაიყვირა ვიღაცამ განგაშიაო და მთელი ვაგონი დაგვცალეს. თან გადაამოწმეს რომ მგზავრი არავინ დარჩენილიყო. შემდეგ ერთად შეგვკრიბეს. თავიდან ინფორმაცია არაფერი არ მოგვაწოდეს. რამდენიმე წუთში გვითხრეს რომ შეგვეძლო შემდეგ გამვლელ ვაგონს გავყოლოდით. არავინ არ თქვა რა მოხდა. უბრალოდ ატყდა ამბავი რომ განგაში იყო და უნდა დაგვეცალა ვაგონები ყველას,“-განაცხადა თამარ ხუციშვილმა.
მგზავრები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევები მეტროსადგურებში ხშირად ხდება.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში