„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით 10 აგვისტოს ქუთაისში დემოკრატიის ფესტივალს ჩაატარებს
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)“ „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)“ მხარდაჭერით 10 აგვისტოს ქუთაისში (მის: ბორის გაპონოვის #11 , სასტუმრო „გელათი რეზიდენსი”) დემოკრატიის ფესტივალს (DemFest) ჩაატარებს.
DemFest ინოვაციური ფესტივალია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დიალოგს და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ადგილობრივი მცირე მეწარმეები, არტისტები და მოქალაქეები.
ფესტივალის კარი 16:00 საათზე გაიღება და ჯგუფი „გამოუვალი მდგომარების“ კონცერტით დასრულდება. DemFest-ზე დასწრება ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
DemFest-ს საქართველოს ოთხი ქალაქი მასპინძლობს:
- წალენჯიხა — 27 ივლისი
- თელავი — 3 აგვისტო
- ქუთაისი — 10 აგვისტო
- ბათუმი — 17 აგვისტო
დემოკრატიის ფესტივალის მთავარი მიზანი დემოკრატიისა და მისი სულისკვეთების აღნიშვნაა. მსგავსი ფესტივალები ტარდება დანიაში, შვედეთში, ფინეთში, ისლანდიაში, ლიტვაში, ნორვეგიაში, ესტონეთში, ლატვიაში. ამ სიაში გაწევრიანებით, DemFest კიდევ უფრო გააძლიერებს დემოკრატიის ფესტივალების ქსელს და წვლილს შეიტანს ინკლუზიური და მონაწილეობითი დემოკრატიების გაძლიერებაში ევროპაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი