სანდრა რულოვსი სოფელ შამგონაში, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულის ოჯახში იმყოფებოდა
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოფელ შამგონაში როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა.
რუსი ოკუპანტების მიერ ორი დღის წინ გატაცებულის მშობლებთან ერთად სანდრა რულოვსი იმ მდინარის პირასაც მივიდა, საიდანაც როსტობაია თევზაობისას გაიტაცეს.
მისი მშობლები და შამგონელები ჩივიან, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში გაცილებით დაუცველად გრძნობენ თავს.
სანდრა რულოვსმა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცების მორიგ ფაქტს რუსეთის მორიგი პროვოკაცია უწოდა და მოქმედი ხელისუფლება რუსეთთან დათმობის პოლიტიკისა და საკუთარი მოქალაქეებისადმი გულგრილობის გამო გააკრიტიკა.
„თავისი თხილის პლანტაციის ბოლოში იჯდა, თევზაობდა თავისთვის და წაყვანა რუსმა ოკუპანტმა. როგორც ვიცით, ახლა არის დაკავებული და ელოდებიან ამბებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დაბრუნება... მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ ზომებს მივიღებთ. ძალიან მაინტერესებს, რა ზომებია ეს. იმიტომ რომ ამბობენ, რომ რუსეთთან ჩვენ კარგად გვაქვს ურთიერთობა დალაგებული. თუ ასე კარგად აქვთ დალაგებული, გელა რატომ არ არის სახლში,“ - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი.
„ეს მართლა აუტანელი და გაუსაძლისი მდგომარეობაა მთელს საქართველოში. არ შეიძლება, ადამიანებს იტაცებდნენ ესე როგორც მათ მოესურვებათ. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი სისუსტე. ჩემი ამ წუთას აქ ყოფნა, მე ვარ ვალდებული მთელი საქართველოს წინაშე, იმიტომ რომ ჩემი ტკივილი და ტრაგედია ისე მიიღო საქართველო, როგორც თავისი ტკივილი. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, ნებისმიერ ოჯახში მივიდე, გვერდით დავუდგე,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
rustavi2.ge
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია