შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საქართველოს საზღვარზე, საერაშორორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი გამოვლინდა
მიმდინარე წელს, საქართველოს საზღვრზე, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს.
მათივე ცნობით, გასულ წელს კი სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 852 შემთხვევა დაფიქსირდა.
„2024 წლის 1-ელი იანვრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის განმავლობაში 852 შემთხვევა აღირიცხა. აღნიშნული ფაქტების შემთხვევაში საქონელი გაბრუნდა უკან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სანქციების გვერდის ავლის მცდელობისას, აგრეთვე დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,“ - აღნიშნულია წერილში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე