სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ - თბილისის მერია
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 20 ოქტომბერს, ზღვის უბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება.
მერიის განმარტებით, პარკის გახსნასთან დაკავშირებული კონცერტი მაინც შედგება და ღონისძიებაზე მოქალაქეებს ეპატიჟება.
20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვის უბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ.
მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა.
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვის უბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება.
სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლეს იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.
ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს