ქუთაისში ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქუთაისში ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილე იუზა უგულავამ დაათვალიერეს.
ტაბიძის ქუჩის პროექტს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯეო სერვისი" ახორციელებს, სამუშაოების ღირებულება 1 მლნ ლარზე მეტია. პარალელურად უკვე დასრულდა ასათიანის ქუჩის სანიაღვრე სისტემისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ,,აქტიურად მიმდინარეობს ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი.ადგილზე მოწესრიგდება სანიაღვრე, საფეხმავლო ბილიკები და გზის საფარი. ვცდილობთ მაქსიმალურად დროულად დასრულდეს ამ ქუჩის რეაბილიტაცია, რათა მოსახლოებას გადაადგილების პრობლემა ხანგრძლივად არ შეექმნას. ამასთანავე უკვე დამთავრდა ასათიანის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკების და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მალევე დაიწყოს გზის საფარის აღდგენა. " განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში