"ახლა უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ქუჩაში, მეტი რადიკალიზმი" - ვანო ნადირაძე
„როგორც ვატყობ, რუსეთისგან მათ ახალი რეკომენდაციები აქვთ. დარბევები შეაჩერონ და გადავიდნენ ოპერატიულ მუშაობაზე აგენტურის მეშვეობით რომ ჩვენ შიგნით გამოიწვიონ რღვევა. ამიტომ ქუჩამ არ უნდა მიიძინოს, იმ ფონზე რომ არ გარბევენ“,- ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საჭიროა მეტი აქტიურობა.
“პირიქით ახლა უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ქუჩაში, მეტი რადიკალიზმი, განსაკუთრებით ახლა როცა თვითონ შსს-ს აქვს არა სახარბიელო სიტუაცია. ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები რათა მათი დასასრული სისრულეში იქნეს მოყვანილი. არ აჰყვეთ მათ თამაშს, მათ “ვითომ” შერბილებულ ქცევას, ეს არის დროებითი, მოჩვენებით მათი ქცევა, სანამ ისევ სულს გამოითხოვენ. აქამდე ისინი იყვნენ აგრესიულები ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ. ნუ აჰყვებით მათ თამაშს!!!!”, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე