"პროტესტი სულ უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი ხდება"- ნიკა მელია
“გვაქვს მოცემულობა, როდესაც დღის წესრიგს ქმნის პროტესტი”,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დრო პროტესტზე მუშაობს.
“ქვეყანა ცხოვრობს პროტესტით და ქვეყანას აცოცხლებს, გეოპოლიტიკურ რუკაზე ტოვებს პროტესტი კვალს. პროტესტი სულ უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი ხდება, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, რომელშიც ადამიანები ერთვებიან არა მხოლოდ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, არამედ უკვე კორპორაციულად.
ყოველი ახალი დღე, არის ოცნების რეჟიმის დელეგიტიმაციის ახალი საფეხური, რეჟიმის უფრო ღრმა კრიზისი.
დრო პროტესტზე მუშაობს, დრო მათ ეწურებათ, ეს კარგად უნდა გავიაზროთ – თავად დაინიშნეს დედლაინი 20 იანვარი, როდემდეც ეგონათ, რომ საკითხი გადაწყდებოდა. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში დედლაინი არ გვაქვს, ვიბრძოლებთ იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა და ვიბრძოლებთ – გამარჯვებამდე, რომელთანაც ყოველი ახალი დღე გვაახლოებს.
ვინც ნოსტალგიური განწყობებით და წარსულის მაგალითებით ცდილობს ამ პროტესტს მიმართულება შეუცვალოს ან ანალოგია მოუძებნოს, ვინც ცდილობს ეს ბუნებრივი პროცესი ხელოვნურად ააჩქაროს, ნებსით თუ უნებლიედ… (აღარ დავამთავრებ).
ყველა ვინც ამბობს, რომ მუხტი მცირდება, თავებს ითვლის და არა მიღწეულ შედეგს – ძალიან ცდება.
თუ რამე აწყობს ახლა რეჟიმს, აწყობს ჩვენი პროვოცირება, აჩქარება და შეცდომაზე წამოგება”, – წერს მელია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე