როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, ქარი და წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი ნალექი.
„მომდევნო დღეებში ნალექების ინტენსივობა მოიმატებს. 14 იანვრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი აღინიშნოს. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. მომდევნო დღეებშიც ტემპერატურის კლება და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
დღეს და ხვალ თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია. 14 იანვარს თბილისშიც მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება“, – განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ „ქრონიკასთან“.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი