დედაქალაქის მერმა ადეიშვილების ოჯახს სახლი გადასცა - საახალწლო საჩუქარი სამტრედიელებს
კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრადიცია გრძელდება – ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა.
მარტოხელა მამას, გოჩა ადეიშვილს, რომელიც სამ შვილს ზრდის, ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნდა.
სახლის გასაღები ოჯახს საზეიმო კონცერტზე კახი კალაძემ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ პირადად გადასცეს. საზეიმო კონცერტი ტრადიციულად, ძველით ახალ წელს, კახა კალაძის ინიციატივით ტარდება.
საახალწლო კონცერტი სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც ადგილობრივების წინაშე ქართველი შემსრულებლები წარსდგნენ.
„რვა წელია მარტო ვზრდი სამ შვილს, ამას ემატებოდა უსახლკარობა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს მე და ჩემს შვილებს, ბატონმა კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა საცხოვრებელი სახლი. მადლობა მას ჩემი ოჯახის სახელით“, – განაცხადა გოჩა ადეიშვილმა.
საცხოვრებელი სახლები კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო საჩუქრად, რომელიც კომპანიამ „არქი“ და ბიზნესმენმა ლევან თარგამაძემ გადასცეს.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში