ეთერ თურაძე მზია ამაღლობელის საქმეზე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი ეთერ თურაძე ორგანიზაციის დირექტორის - მზია ამაღლობელის - საქმეზე გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილთან შეხვედრას ითხოვს.
ამაღლობელი 11 იანვრის ღამეს დააკავეს, ის უკვე მე-16 დღეა შიმშილობს.
„ვცდილობ, გენერალურ პროკურორს მივაწვდინო ხმა იმიტომ, რომ მივაწოდო მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება და ის რეჟიმი, რომელშიც ის ცხოვრობს, შიმშილობის მე-16 დღე მისთვის შეიძლება ძალიან საზიანო იყოს.
მინდოდა, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს რაიმე რეაქცია ჰქონოდათ. თქვენ იცით, რომ არავისგან გამოხმაურება არ გვაქვს - თითქოს არაფერი არ ხდება“, - უთხრა ეთერ თურაძემ რადიო თავისუფლებას.
მან აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაჭრა მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეუძლია და ამიტომ არის მისთვის მნიშვნელოვანი, პირისპირ შეხვდეს გენერალურ პროკურორს და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.
„ჩემი შეხვედრის მთავარი მიზანია აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს, რადგან მზია ვერანაირ გავლენას მოახდენს გამოძიებაზე და თუ ეს არ არის საჩვენებელი დასჯა, ის უნდა გამოუშვან“.
რადიო თავისუფლება ცდილობს პროკურატურის პრესსამსახურთან დაკავშირებას. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი