" შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილია - თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა" - ივანე ჩხაიძე
შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილია-თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სეზონის დასაწყისში თუ „A“ ტიპის ვირუსი იყო მეტად გავრცელებული, ახლა „B“ ტიპის ვირუსი სჭარბობს.
„თებერვლის მეორე ნახევრიდან დაწყებული, მარტის მეორე კვირაა, ყოველ კვირა მცირდება იმ პირების რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებულები არიან რესპირაციული ვირუსებით. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, გრიპი ჯერ კიდევ რჩება ყველაზე უფრო მეტად იდენტიფიცირებულ ვირუსად. გრიპი წარმოადგენს დღესაც ყველაზე მეტად გავრცელებულ ვირუსს. თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა.
სეზონის დასაწყისში თუ „A“ ტიპის ვირუსი იყო უფრო მეტად გავრცელებული, ახლა „B“ ტიპის ვირუსი სჭარბობს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
რაც შეეხება კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობის მაჩვენებელს, როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, გრიპის ვირუსი მაინც ჭარბობს, შესაბამისად, მომართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში მაღალი რჩება.
სიახლეები
- ლენინგრადის ოლქში ერთ ღამეში ხანძარი გაჩანდა ნავთობის ქარხანაში და ორი მატარებელი გადავიდა ლიანდაგიდან
- “ხაბეიშვილის ტელეფონის დათვალიერება არც გვიცდია” - პროკურატურა
- 14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
- პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარუდგინა