"ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს ციხეში და “პერედაჩებს” უგზავნის – მე მოწილე ვიყავი და ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო" - ჯემალ ლეონიძე
შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავენ განაცხადა, რომ პატიმრობის დროს მის ოჯახს პარტნიორებიდან არავინ დახმარებია.
როგორც მან აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე, რომელიც ასევე მისი პარტნიორი იყო და დღეს მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს, თავად ლეონიძეს ციხეში ყოფნის დროს არაფრით დახმარებია.
„ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ ამაღლობელ მზიას გულშემატკივრობს ციხეში და “პერედაჩებს” უგზავნის და მე მოწილე ვიყავი და ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო“, – აღნიშნა ჯემალ ლეონიძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის