რა შეზღუდვები დაწესდება თბილისის გზებზე 28-29 აპრილს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 28-29 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით თბილისში არსებულ სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ:
საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.
მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.
თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს.
„საპატრულო პოლიცია ასევე გაცნობებთ, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რეგიონების საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ambebi.ge
სიახლეები
- “რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი - დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი, ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს აშშ-სგან და „დიდი შვიდეულისგან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
- მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 71 წლის აზა ჩილაჩავას, რომელსაც აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
- რუსებმა ხარკოვში საბავშვო ბაღს დრონით დაარტყეს
- “პეტერ ფიშერის ჩარევა შიდა პროცესებში ყველანაირი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა იყო” – წილოსანი