სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო „აგენტების კანონზე“ საჩივრის განხილვა, იუწყებიან უფლებადამცველები
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იუწყება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქართველოს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საჩივრის განხილვა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ „სახელმწიფოს გამოუგზავნა შეკითხვები, რომლის შესახებაც უნდა იქნას პასუხი გაგზავნილი“.
„სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს, ამასთან დაკავშირებით არის საუბარი კორესპონდენციაში, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
მისი თქმით, მსგავსი სტატუსი ენიჭება საქმეებს, რომლებიც „ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის