,,ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის"- კახა კალაძე
16 მაისს, "დინამო არენაზე" გაიმართება "ლეგენდების სერიის მეორე მატჩი", რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და "ბარსელონას" ვეტერანი ფეხბურთელები შეხვდებიან. თამაში 19 საათზე დაიწყება. მატჩის წინა დღეს კი კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთა არველაძესთან, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ ხავიერ სავიოლასთან და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
„სასიამოვნოა, რომ ამ დონის გუნდები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს – ჰყავდა ძლიერი, წარმატებული ფეხბურთელები. საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც გულშემატკივრობს ამ გუნდს, მსგავსი თამაშები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები საკუთარ ქვეყანაში იხილონ. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივი იქნება. როგორც ვიცი, დღეს ღამე რონალდინიოც შემოუერთდება გუნდს. ეს ჩემთვისაც სასიხარულოა, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ასევე, მასთან ერთად ვთამაშობდი „მილანში“. მიხარია, რომ ვხვდები ადამიანებს, ვისთან ერთადაც – ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში მითამაშია. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. წარმატებები ყველას ხვალინდელ შეხვედრაში. ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
სიახლეები
- “არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს” – ილია მეორე
- “მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია” - პაატა იმნაძე
- ,,თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?! მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური” – თაკო ჩარკვიანი
- “ჭრილობა არის მძიმე ხარისხის, მას შეეძლო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის დაყენება” - ლევან რატიანი დაჭრილ სპეცრაზმელზე
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა