ევროკავშირი განიხილავს SWIFT-დან 20 რუსული ბანკის გათიშვის საკითხს
ევროკავშირი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ნაწილის სახით, განიხილავს 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT სისტემიდან გათიშვის შესაძლებლობას, - ამის შესახებ იუწყება სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, ევროკავშირმა შესაძლოა რუსული ნავთობის მაქსიმალური ფასი ბარელზე 60 დოლარიდან 45 დოლარამდე შეამციროს. ასევე განიხილება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აკრძალვა.
სააგენტოს ცნობით, ევროკომისია კონსულტაციებს გადის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, თუმცა ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების ვადა. ასევე მიმდინარეობს საუბარი დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი სავაჭრო შეზღუდვების შემოღებაზე, რათა შემცირდეს რუსეთის შემოსავლები და შეიზღუდოს იარაღის წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიებზე წვდომა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო