“არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ, რომელიც რეალურია და ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას” - ილია მეორე დიასპორას
მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური, ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას - ამის შესახებ დიასპორის წარმომადგენლების მიმართ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილშია აღნიშნული.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, დიასპორა საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
„დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთ: ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო, ჩემო სულიერო შვილებო,
ღვთის წყალობით, კვლავ დადგა დღე ჩვენი ყოველწლიური შეხვედრისა.
მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური, ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას.
იცოდეთ, თქვენ საქართველოს განუყოფელი ნაწილი და უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ. ამდენად, დიდია თქვენი პასუხისმგებლობა.
გლოცავთ და გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, მოყვასის სიყვარულს, სამშობლოს ერთგულებას, წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და სიმშვიდესა და სიხარულს ოჯახში.
ღმერთმა დალოცოს თქვენი მყოფობის ადგილი, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი და სრულიად საქართველო. თქვენთვის მლოცველი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის“,- აღნიშნულია წერილში.
სიახლეები
- “პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რაც ჩვენ გვაქვს” – შალვა პაპუაშვილი
- “მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევებში, მათთვის იქნება ვაი, არ მიიღებენ და ვუი” - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე
- “იმ გაუგონარ თავხედობას, რასაც გარკვეული ელჩების მხრიდან აქვს ადგილი, წერტილი უნდა დაესვას” – ირაკლი ზარქუა
- “აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი” - კახა კალაძე
- შოკოლადის ორცხობილა