ამ გვერდის ამობედვა

თელავში ბებია 10 წლის ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა - დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში პოლიციამ მიიყვანა

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბე­ბია შვი­ლიშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წრო­და. 10 წლის ბიჭი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ვად­მყო­ფო­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­ა­თავ­სეს.

 

ექი­მის თქმით, ბიჭს სა­ხის და ხე­ლის არე­ში სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და სი­ლუ­ჯე აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მას შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­და. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან უკვე გა­წე­რეს.

მომ­ხდა­რის შეს­წავ­ლა უკვე და­ი­წყო კა­ხე­თის სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბავ­შვი ამ ეტაპ­ზე, მა­მი­დას­თან უსაფრ­თხო ად­გილ­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

 "ბავ­შვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კა­ხე­თის სო­ცი­ა­ლურ ცენ­ტრში პა­რას­კევს 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე შე­მო­ვი­და, ინ­ფორ­მა­ცია იყო წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით, რო­მე­ლიც იგ­ზავ­ნე­ბო­და თბი­ლის­ში, მე­ურ­ვე­ო­ბა მზრუნ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, ვა­ლე­რი გაზ­დე­ლი­ა­ნის სა­ხელ­ზე...

შე­სა­ბა­მი­სად წე­რი­ლი უნდა გა­დაგ­ზავ­ნი­ლი­ყო თბი­ლის­ში, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ინ­ფორ­მა­ცია კა­ხე­თის ცენ­ტრში იყო შე­მო­სუ­ლი, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით და­ვა­ზუს­ტეთ ინ­ფორ­მა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვს, ბე­ბია აცხა­დებს, რომ ის ბავ­შვის მე­ურ­ვეა და მას­ზე კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა აქვს. ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ვა­მოწ­მეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ბე­ბია არ არის კა­ნო­ნი­ე­რი მე­ურ­ვე. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ისი­ნი ჩვენ­თან ბა­ზა­ში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად, მათ­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ბე­ბი­ას აქვს მხო­ლოდ სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის მხრი­დან გა­ცე­მუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­საც ამ ეტაპ­ზე ძალა ისევ აქვს, რომ რა­ღაც ქმე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ბავ­შვი ამ ეტაპ­ზე არის მა­მი­დას­თან უსაფრ­თხოდ, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მა­ინც ჩარ­თუ­ლია საქ­მე­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მივა ოჯახ­ში და და­ი­წყებს მუ­შა­ობს...

შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვს კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს და­ვუ­ნიშ­ნავთ, რის შემ­დე­გაც ბავ­შვის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლი მო­ი­ძებ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კა­ხე­თის სამ­ხა­რეო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა დალი მო­სი­აშ­ვილ­მა.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ბია ბავ­შვს აყე­ნებ­და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას სის­ტე­მა­ტუ­რად. არას­რულ­წლო­ვა­ნის მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან და 10 წლის ბიჭი ბე­ბი­ის დას­თან ცხოვ­რობ­და.

საქ­მე­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. უწყე­ბის ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სის­ტე­მა­ტურ ცე­მას ან სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია.

ambebi.ge

წაკითხვა 836 ჯერ