აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა, რომელიც ჩაიბარებს განახლებულ სტრუქტურას, რომლის ჩამოყალიბებაც რეორგანიზაციის პროცესის შედეგად განხორციელდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
ირაკლი ბაღათურიას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობას.
აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებულ აფხაზეთის მთავრობის სამივე წარმომადგენლობაში ფუნქციონირება განაახლა და განცხადებების მიღება დაიწყო ყველა შესაბამისმა კომისიამ.
კომისიების ფარგლებში, დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადი მატერიალური დახმარების მისაღებად წარადგინონ შესაბამისი განცხადება, ასევე დევნილობის სტატუსის მაძიებელ პირებს შეუძლიათ მიმართონ ფოტო იდენტურობის დადასტურებისა და/ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით.
აღნიშნული რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა სტრუქტურული ერთეულების ეფექტიანობის გაზრდას, დევნილთა საჭიროებებზე მორგებულ სწრაფ და კოორდინირებულ რეაგირებასა და აფხაზეთის მთავრობის რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებას.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე