ამ გვერდის ამობედვა

კახეთის პოლიციამ სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებულმა ლ. კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.



დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.კ.-მ თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს 1977 წელს დაბადებული გ. გ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან 2 საათში გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

წაკითხვა 810 ჯერ