“ივნისი ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდია, მაგრამ შეკრებაზე გამოძახებული მოთამაშეების საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ” – ვილი სანიოლი
„ვფიქრობ, კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებისგან განსხვავებული სტილისაა და უფრო ძლიერი მეტოქეა. ჩვენს ფეხბურთელებს მეტი მონდომება და კონცენტრაცია დასჭირდებათ”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კაბო ვერდესთან ამხანაგურ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
“საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც ფარერებთან ითამაშეს, კიდევ დავაკვირდები და შევეცდები, თავის გამოჩენის შანსი მაქსიმალურად ბევრს მივცე.
ივნისი ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდია, მაგრამ შეკრებაზე გამოძახებული მოთამაშეების საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. მათ დამოკიდებულებაში დისციპლინა და ამბიცია იგრძნობა. საერთოდ, 2022 წლის ერთა ლიგიდან მოყოლებული, ნაკრებში შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ.
მატჩის მასპინძელი ქალაქის შერჩევაში არ ვმონაწილეობ, მაგრამ ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და ფედერაციის სტრატეგიაა, რომ რეგიონებშიც ვითამაშოთ, ქუთაისში თამაშის დანიშვნა მეც ძალიან მომწონს.
…ფარერებთან პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვერ დავრჩი. მთავარია, შეცდომები ხვალ აღარ გავიმეოროთ, ვიმეორებ, კაბო ვერდე უკეთესი გუნდია და მასთან წარმატების მისაღწევად მეტი კონცენტრაციაა აუცილებელი“, – აღნიშნა ვილი სანიოლმა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე